weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზეა

12:16 სამშაბათი, 03 ივლისი 2018

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა G ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიის ნაკრები იოლად დაამარცხა – 98:73.

საქართველომ ქვეჯგუფი 2 მოგებითა და 4 წაგებით დაასრულა, რაც მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი გამოდგა, ეს კი შემედგომ ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა.

ქართველმა კალათბურთელებმა სერბეთთან მტკივნეული მარცხის შემდეგ რეაბილიტირება სრულად მოახერხეს და მეტოქესთან შედარებით თავისი სიძლიერე ეჭვქვეშ წუთითაც არ დაუყენებიათ. მასპინძლებმა საქმეს სერიოზულად ხელი თავიდანვე მიყვეს და თორნიკე შენგელიას ლიდერობით დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში ილიას ზუროსმა მატჩის საუკეთესო მოთამაშე შენგელია დიდად არ დატვირთა. არადა, „თოკომოტივმა“ პირველ ნახევარში 22 ქულა აიღო და მის წინააღმდეგ ავსტრიელ კალათბურთელებს თამაში ძალიან უჭირდათ.

საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მეორე ტაიმშიც გაიმყარა და პრობლემების გარეშე იმარჯვა. საუკეთესო იყო ხსენებული თორნიკე შენგელია, რომელმაც 29 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა: 24 ქულა, 12 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა და მარგი ქმედების კოეფიციენტი - 34.

საქართველოს ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე L ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ისევ სერბეთი და გერმანია იქნებიან. ამასთან კიდევ სამი გუნდი, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთია ცნობილი – საბერძნეთი.

შესარჩევი ეტაპი მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 24 თებერვალს დასრულდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე კი სამი გუნდი გავა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]