საუდის არაბეთში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 54 777 PPP დოლარია (PPP დოლარი - ქვეყნებს შორის მსყიდველობითი უნარით გათანაბრება აშშ დოლართან). ტურნირს ასევე გამოეთიშა მესამე ადგილზე მყოფი ისლანდია, სადაც ერთ ადამიანს წელიწადში საშუალოდ 51 842 PPP დოლარის შემოსავალი აქვს.
მონაწილე ქვეყნებიდან პირველ ადგილზე შვეიცარიაა, სადაც საშუალო წლიური შემოსავალი 61 422 PPP დოლარია.
ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნებიდან ყველაზე ღარიბი კონტინენტის, აფრიკის წამომადგენელი 5 ქვეყანაა. მათ შორის კი ყველაზე ღარიბი სენეგალია 2 727 PPP დოლარით. სენეგალი საქართველოზე დაახლოებით 4-ჯერ ღარიბია. საქართველოზე ღარიბია მაროკო და ნიგერიაც.
იხილეთ ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნებში:
1. შვეიცარია 61 422
2. საუდის არაბეთი 54 777
3. ისლანდია 51 842
4. შვედეთი 51 475
5. გერმანია 50 425
6. ავსტრალია 50 334
7. დანია 49 883
8. ბელგია 46 553
9. ინგლისი 44 118
10. საფრანგეთი 43 761
11. იაპონია 42 832
12. სამხრეთ კორეა 39 434
13. ესპანეთი 38 286
14. პორტუგალია 30 417
15. პოლონეთი 29 521
16. რუსეთი 27 834
17. პანამა 25 351
18. ხორვატია 24 424
19. ურუგვაი 22 371
20. არგენტინა 20 876
21. ირანი 20 200
22. მექსიკა 19 903
23. კოსტა რიკა 16 877
24. ბრაზილია 15 603
25. სერბეთი 15 000
26. კოლუმბია 14 485
27. პერუ 13 334
28. ეგვიპტე 12 671
29. ტუნისი 11 755
30. მაროკო 8 567
31. ნიგერია 5 929
32. სენეგალი 2 727