ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა რაინჰარდ გრინდელმა. საფეხბურთო მაღალჩინოსნის თქმით, გერმანელთა მიზანი ახლა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებაა.
საინტერესოა, რომ იოახიმ ლიოვმა ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ახალი ხელშეკრულება მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გააფორმა. შეგახსენებთ, რომ მისი თავკაცობით გერმანია 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მიმდინარე მუნდიალზე კი წარუმატებლად გამოვიდა და ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.
აქვე გეტყვით, რომ იოახიმ ლიოვი „ბუნდესმანშაფტს“ 2006 წლიდან წვრთნის, ახალი კონტრაქტი კი 2022 წლამდე აკავშირებს.