თავისუფალთა ნაკრების აქტივში უკვე 5 მედალია. ტურნირის გამარჯვებულები ბექა ლომთაძე, ზურაბ იაკობიშვილი და გენო პეტრიაშვილი გახდნენ, გიორგი რევაზიშვილი და ირაკლი მწითური კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
ხვავრიელი დღე ჰქონდათ ბერძენ-რომაელებსაც. მათი მონაგარი 9 მედალია. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ხუჭუა და ლაშა გობაძე ავიდნენ, ლაშა მარიამიძემ და რევაზ ნადარეიშვილმა ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ლევან ქავჟარაძე, ზურაბ დათუნაშვილი, გელა ბოლქვაძე, გიორგი მელია და ალექსი ლოდია ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.