აუქციონი 13 ივლისს გუდვუდის „სისწრაფის ფესტივალის“ ფარგლებში ჩატარდება.
სამი ლოტიდან ყველაზე ძვირადღირებული ბრაზილიელი აირტონ სენას ჩაფხუტია, რომელსაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 1994 წლის 2 მარტს, „პოლ რიკარზე“ ტესტებზე იყენებდა. სააუქციონო სახლის შეფასებით, ჩაფხუტის გასაყიდი ფასი 60 000-დან 80 000 ფუნტ სტერლინგამდე იქნება.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ხუან მანუელ ფანხიოს ჩაფხუტი, რომელსაც არგენტინელი 1952 წელს, სამხრეთ აფრიკისა და ევროპის რბოლებში იყენებდა, 30 000-დან 40 000 ფუნტ სტერლინგად ფასდება. მსოფლიოს 1958 წლის ბრიტანელი ჩემპიონის, მაიკლ ჰოუთორნის ჩაფხუტი კი 10 000-დან 14 000 ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული.