weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მეოთხე ცვლილების გამოყენება UEFA-ს ტურნირებზეც დაინერგება

10:44 პარასკევი, 06 ივლისი 2018

UEFA-ს ახალი რეგულაციის მიხედვით, ევროტურნირებზე მწვრთნელებს შანსი ექნებათ, მეოთხე ცვლილება დამატებით დროში განახორციელონ მას შემდეგ, რაც სამივე ფეხბურთელის ცვლილება გამოყენებული ექნებათ.

მეოთხე ცვლილების შესაძლებლობა გუნდებს დამდეგი სეზონიდან ისეთ ტურნირებზე შეეძლებათ, როგორებიცაა: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, სუპერ თასი. ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები კი დამატებით ცვლილებას ერთა ლიგის ფინალულ ეტაპსა და ევროპის ჩემპიონატზე განახორციელებენ.

სიახლე პირველად FIFA-მ დანერგა და იგი უკვე გამოიყენეს როგორც გასულ წელს კონფედერაციათა თასზე, ასევე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]