weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთმა ურუგვაი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

21:35 პარასკევი, 06 ივლისი 2018

საფრანგეთი-ურუგვაის მეოთხედფინალური შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა და საუკეთესო ოთხეულს შორის დიდიე დეშანის გუნდი მოხვდა.

ნიჟნი ნოვგოროდის სტადიონზე გამართული შეხვედრა სანახაობით არ გამოირჩეოდა. გუნდები პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდნენ, ერთმანეთის შეცდომებს ელოდნენ, ერთმანეთს უფრთხოდნენ და საგოლე მომენტებსაც ვერ ქმნიდნენ. ანგარიში სტანდარტული სიტუაციისას გაიხსნა: ანტუან გრიზმანის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს რაფაელ ვარანმა თავი შეაგება და ურუგვაელები დაამწუხრა. ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი და „სელესტემაც“ საპასუხოდ მძლავრად შეუტია. ოსკარ ტაბარესის გუნდს გათანაბრება შეეძლო, თუმცა მარტინ კასერესის ასევე სტანდარტულიდან შესრულებული თავური მეკარე უგო ლორისმა სასწაულებრივად უკუაგდო.

მეორე ტაიმში ანალოგიური სიტუაცია გაგრძელდა იქამდე, სანამ ფრანგები მეორე გოლს გაიტანდნენ: გრიზმანმა ბურთი კარში დაარტყა, გოლკიპერმა ფერნანდო მუსლერამ კი ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და ასაღები ბურთი ხელებიდან კარში აღმოჩნდა. მეორე გოლმა ურუგვაელები ფსიქოლოგიურად გატეხა, თანაც სახმრეთ ამერიკელებს წამყვანი ფორვარდი ედინსონ კავანი ტრავმის გამო ეკლდათ, რაც მთელი თამაშის მანძილზე თვალნათლივ ჩანდა. ურუგვაელებს შეტევაში უჭირდათ და საბოლოოდ ანგარიში აღარც შეცვლილა. საფრანგეთს რაც შეეხება, „მამლებს“ ციდან ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტიათ, პირიქით - კარში სულ ორჯერ დაარტყეს და ორივე გოლი გაიტანეს, თუმცა ნახევარფინალში გასასვლელად ეს სრულიად საკმარისი გამოდგა. ფრანგები ბრაზილია-ბელგიაში გამარჯვებულს შეხვდებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]