იტალიური და ფრანგული წყაროების თანახმად, ბუფონის ხელფასი წელიწადში 8 მილიონ ევროსა და ბონუსებს შეადგენს.
„თავს ბედნიერად ვგრძნობ პსჟ-სთან კონტრაქტის გაფორმებით. იტალია კარიერაში პირველად დავტოვე. მხოლოდ ასეთ ამბიციურ პროექტს შეეძლო, მოეცა მოტივაცია, რომ მიმეღო ასეთი გადაწყვეტილება. მადლობა კლუბსა და მის პრეზიდენტს ნდობისთვის.
ვიცი, რაზე ოცნებობენ ამ კლუბში. შევეცდები შევმატო გუნდს ენერგია, გამოცდილება და გამარჯვების წყურვილი, რათა პსჟ-ს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარო,“ - განაცხადა იტალიელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსი“ უკანასკნელი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ტურინული კლუბის ღირსებას იგი 2001 წლიდან იცავდა.