ყაზაიშვილი უკანასკნელი ტურის მატჩის განაცხადში არ იყო. პოლონეთის აწგასრულებულ ჩემპიონატში კი 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
როგორც იცით, ვაკო ყაზაიშვილი არნემის „ვიტესის“ ფეხბურთელია და „ლეგიაში“ ერთწლიანი იჯარით ასპარეზობდა. რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი ნახევარცმველი, ჯერ-ჯერობით უცნობია.