weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

1990 წლის შემდეგ პირველად ინგლისი მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშებს

21:21 შაბათი, 07 ივლისი 2018

ინგლისის ნაკრები აგრძელებს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილმა გუნდმა მეოთხედფინალურ მატჩში შვედეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკანასკნელად 28 წლის წინ, 1990 წელს ითამაშა.

სამარას სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ინგლისელები სკანდინავიელებზე ერთი თავით უკეთ გამოიყურებოდნენ და მეტოქეს ორი გოლი თავური დარტყმებით გაუტანეს. 30-ე წუთზე ეშლი იანგმა კუთხური ჩააწოდა, ჰარი მაგუაირმა კი თავური დარტყმით ალბიონელები დააწინაურა ნაკრებში სადებიუტო გოლი მიითვალა. შვედებს საპასუხოდ პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდათ.

მეორე ტაიმი ინგლისის შეტევებით დაიწყო და მეორე გოლიც თავით გავიდა: 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჯესი ლინგარდმა ჩააწოდა, შვედები ხელოვნური თამაშგარის გაკეთებას ცდილობდნენ, მაგრამ დელე ალი თავისუფალი დარჩა და თავური დარტყმით მეორედ დაამწუხრა იანე ანდერსონის გუნდი. დარჩენილ დროში სკანდინავიელებმა რამდენჯერმე კარგად შეუტიეს და სამი რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ჯორდან პიკფორდმა საოცარი ბურთები მოიგერია და კარი მშრალად შეინახა. იერიშები ინგლისმაც განახორციელა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ 24 წლის „ევერტონელი“ გოლკიპერი დაასახელეს. ნახევარფინალში ინგლისელთა მეტოქე რუსეთი-ხორვატიის მატჩში გამარჯვებული იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]