ახალი ტიტულით ტოჩინოშინმა წარმატებული სტარტი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იკიოისთან შერკინებაში აიღო.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ასევე გამარჯვებით დაიწყო გაგამარუს სახელით ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ნაგოიაში დასავლეთის მე-9 ნომრის წოდებით ირჯება.