წყაროს ცნობით, ფაჩულია მიჩიგანურ გუნდთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რაშიც ანაზღაურების სახით 2.4 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ფაჩულიასთვის „პისტონზი“ NBA-ში რიგით მე-6 გუნდი იქნება. ქართველი ცენტრი აქამდე შემდეგ ამერიკულ კლუბებში თამაშობდა: Orlando Magic (2003-2004), Milwaukee Bucks (2004-2005, 2013-2015), Atlanta Hawks (2005-2013), Dallas Mavericks (2015-2016), Golden State Warriors (2016-2018).