weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სებასტიან ფეტელმა ლიდერობა შეინარჩუნა

12:01 ორშაბათი, 09 ივლისი 2018

სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა ბრიტანეთის გრან-პრი, რომლის რბოლაც საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. ამ მოგებით „ფერარის“ გერმანელმა პილოტმა თავის მთავარ მეტოქე ლუის ჰამილტონს სილვერსტოუნზე ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაში შეუშალა ხელი და რაც მთავარია, ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა.

ფეტელმა ჰამილტონი კლასიფიკაციაში რვა ქულით ჩამოიტოვა. გერმანელმა შესანიშნავი სტარტით რბოლის პირველივე მოსახვევიდან ხელთ იგდო ლიდერობა, პოულ პოზიციაზე მდგომი ჰამილტონი კი მეორე მოსახვევში ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.

ფეტელისთვის ეს ამ სეზონში მე-4, კარიერაში კი 51-ე მოგებული გრან-პრია, რითაც იგი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ ალენ პროსტს გაუტოლდა.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სილვერსტოუნი, დისტანცია 306.198 კმ (5.891 კმ, 52 წრე)

სებასტიან ფეტელი (გერმანია, „ფერარი“) 1:27:29.784

ლუის ჰამილტონი (დიდი ბრიტანეთი, „მერსედესი“) 2.264

კიმი რაიკონენი (ფინეთი, „ფერარი“) 3.652

ვალტერი ბოტასი (ფინეთი, „მერსედესი“) 8.883

დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, „რედ ბული“) 9.500

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, „რენო“) 28.220

ესტებან ოკონი (საფრანგეთი, „ფორს ინდია“) 29.930

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, „მაკლარენი“) 31.115

კევინ მაგნუსენი (დანია, „ჰაასი“) 33.188

პიერ გასლი (საფრანგეთი, „ტორო როსო“) 34.129

სერხიო პერესი (მექსიკა, „ფორს ინდია“) 34.708

სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, „მაკლარენი“) 35.774

ლანს სტროლი (კანადა, „უილიამსი“) 38.106

სერგეი სიროტკინი (რუსეთი, „უილიამსი“) 48.113

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, „რედ ბული“) 6 წრე

რომენ გროჟანი (საფრანგეთი, „ჰაასი“) 15 წრე

კარლოს საინსი (ესპანეთი, „რენო“) 15 წრე

მარკუს ერიკსონი (შვედეთი, „ზაუბერი“) 21 წრე

შარლ ლეკლერი (მონაკო, „ზაუბერი“) 34 წრე

ბრენდონ ჰარტლი (ახალი ზელანდია, „ტორო როსო“) 51 წრე

უსწრაფესი წრე:

სებასტიან ფეტელი - 1:30.696 (47-ე წრე, 233.831 კმ/სთ)

2018 წლის მრბოლთა მიმდინარე კლასიფიკაცია:

  1. სებასტიან ფეტელი - 171 ქულა
  2. ლუის ჰამილტონი - 163
  3. კიმი რაიკონენი - 116
  4. დანიელ რიკიარდო - 106
  5. ვალტერი ბოტასი - 104
  6. მაქს ფერსტაპენი - 93
  7. ნიკო ჰულკენბერგი - 42
  8. ფერნანდო ალონსო - 40
  9. კევინ მაგნუსენი - 39
  10. კარლოს საინსი - 28
  11. ესტებან ოკონი - 25
  12. სერხიო პერესი - 23
  13. პიერ გასლი - 19
  14. შარლ ლეკლერი - 13
  15. რომენ გროჟანი - 12
  16. სტოფელ ვანდოორნი - 8
  17. ლანს სტროლი - 4
  18. მარკუს ერიკსონი - 3
  19. ბრენდონ ჰარტლი - 1
  20. სერგეი სიროტკინი - 0

2018 წლის კონსტრუქტორთა მიმდინარე ჩემპიონატი:

  1. ფერარი - 287 ქულა
  2. მერსედესი - 267
  3. რედ ბული - 199
  4. რენო - 70
  5. ჰაასი - 51
  6. მაკლარენი - 48
  7. ფორს ინდია - 48
  8. ტორო როსო - 20
  9. ზაუბერი - 16
  10. უილიამსი - 4
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]