ერთი წლის გასვლის შემდეგ ჩინელებმა კატალონიურ გრანდს 50 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ და პაულინიო გამოისყიდონ.
შეგახსენებთ, რომ პაულინიო „გუანჯოუ ევერგრანდში“ 2015-2017 წლებშიც ასპარეზობდა, მაშინ ნახევარმცველმა 95 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. ჩინეთში ყოფნისას ფეხბურთელმა ორჯერ ჩინეთის ჩემპიონატი, ერთხელ ჩინეთის თასი, ორჯერ ჩინეთის სუპერ თასი და ერთხელ აზიის ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
რაც შეეხება კატალონიურ სეზონს, „ბარსას“ მაისურით პაულინიო განვლილ სეზონში მოედანზე 49-ჯერ გამოჩნდა და 9 გოლი გაიტანა. „ბლაუგრანასთან“ ერთად ჟოზე პაულო ბეზერა მასიელ ჟუნიორმა ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის სამეფო თასი მოიგო.