საქართველოს ჩემპიონი ნაირი მელიქიანი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.
მელიქიანი მონაწილეობდა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურნირებში, სადაც მან ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ – 2013, 2014, 2015 და 2016 წლებში მოიპოვა.
პირველი ქამარი სპორტსმენმა 2017 წლის ივლისში, ბათუმში ჩატარებულ საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე აიღო.
2018 წლის თებერვალში, ერევანში გამართულ ჩემპიონატზე კი, რომელშიც სომხეთის, ირანისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენან, ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.