შეთანხმების თანახმად, მადრიდის „რეალი“ 105 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად რონალდო „ბებერი სინიორას“ რიგებში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ითამაშებს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 30 მილიონ ევროს აიღებს.
შეგახსენებთ, რომ კრისტიანო რონალდო „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობდა და „სამეფო კლუბის“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. პორტუგალიელმა ლიდერმა მადრიდში ყველა შესაძლო გუნდური და პირადი ტიტული მოიგო, უამრავი რეკორდი დაამყარა და 438 მატჩში 451 გოლი გაიტანა.