weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნინო თიბილაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

12:06 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის, ნინო თიბილაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ მეტოქეს 15:4 სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.

ორი დღის წინ, ასევე ვარშავაში დასრულდა ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა მსოფლიო თასის ეტაპი, ცნობილი სახელწოდებით „კილინსკის ხმალი“, სადაც წარმატებით იასპარეზა ირმა ხეცურიანმა.

შეჯიბრებაში ჩაბმული 22 სპორტსმენი თავდაპირველად ოთხ ჯგუფად გაიყვნენ. ხეცურიანმა ჯგუფში ბერძენი კალიოპ ლოუფაკი 5:0 დაამარცხა, ჩინელ სიაო რონგს, რუს ირინა მიშუროვას და უკრაინელ ოლენა ფედოტას ერთნაირი ანგარიშით 5:2 სძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ოლიმპიური სისტემით შეჯიბრების გაგრძელებისას პირდაპირ მერვედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მერვედფინალში ირმამ ადვილად სძლია ინდონეზიელ ელიჰ ელიჰს - 15:1, შემდეგ კი მეოთხედფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ნადია დოლოგი დაამარცხა - 15:10. ნახევარფინალში ირმამ რთულ ბრძოლაში ასევე უკრაინელ ტატიანა პოზნიაკს სძლია 15:13 და ფინალში გავიდა. ფინალური შეხვედრა მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონ და აგრეთვე პარაოლიმპიურ თამაშების გამარჯვებულ ტაილანდელ იანა საისუნთან ირმას გამარჯვებით 15:10 დასრულდა და მან ოქროს მედალი მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]