არაოფიციალური ინფორმაციით, შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ „სიტიმ“ 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო, რითაც მაჰრეზი ყველაზე ძვირადღირებული ალჟირელი ფეხბურთელი გახდა. 27 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბში 26-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რიად მაჰრეზი აქამდე „ლესტერ სიტის“ ღირსებას 4 სეზონის განმავლობაში იცავდა, სადაც მან ინგლისის ჩემპიონატი მოიგო და რამდენიმე მნიშვნელოვან პირად საფეხბურთო ჯილდოს დაეუფლა.