weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი ქვილითაია ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს

12:13 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია კარიერას ვენის „რაპიდიდან“ ბელგიურ „გენტში“ გააგრძელებს, სადაც უკვე ირიცხებიან ასევე „ჯვაროსნების“ წევრები - გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქვილითაია ამჟამად ტრავმირებულია და სექტემბრამდე მოედანზე ვერ გავა, მაგრამ „გენტს“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელის გადაბირება ახლავე სურსა. ვენის „რაპიდი“ ქვილითაიას გასხვისებას ტრავმამდე 3.5 მილიონ ევროს ფარგლებში გეგმავდა, ახლა კი ტრანსფერის შესაძლო ფასი 2.5 მილიონს შეადგენს.

„გენტი“ წელს ევროტურნირზე ითამაშებს - ბელგიური გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-3 რაუნდიდან ჩაერთვება.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაია „რაპიდში“ 2016 წლიდან თამაშობს და გასულ სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]