მე-5 საბრძოლო დღეს ოძეკის ტიტულის მქონე ტოჩინოშინის წინააღმდეგ კოტოშოგიკუ დადგა, რომელსაც ლევან გორგაძემ იორიკირით სძლია. ხსენებულ მეტოქეს ქართველი სუმოისტი საერთო ანგარიშით 24:9 ამარცხებს.
აღსანიშნავია, რომ ხუთ განვლილ ორთაბრძოლაში მეორე მარცხი იწვნია იოკოზუნა კაკურიუმ, იოკოზუნა ჰაკუჰო კი ტრავმის გამო ნაადრევად ჩაეხსნა ნაგოია ბაშოს. ტოჩინოშინის მსგავსად ხუთ-ხუთი მოგებით კიოკუტაისეი და მიტაკეუმი იწონებენ თავს.
ხვალ ლევან გორგაძე ტამავაშის შეხვდება, რომელთანაც ბალანსი 15:7 აქვს. ტამავაშის ბალანსი მიმდინარე ბაშოზე კი ორი მოგება და სამი მარცხია.