ჩიხურა-ბეითარის მატჩში ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლები უფრო მეტად აქტიურობდნენ და გამარჯვება მაინც ვერ შეძლეს.
„დუნაისკა სტრედასთან“ საგარეო მატჩში ფრე „დინამოსთვის“ დადებითი შედეგია, ახლა მთავარია მოპოვებული მცირე უპირატესობა საშინაო შეხვედრაში გამოიყენოს. უნდა ითქვას, რომ ფრის გარდა მეტიც შეიძლებოდა – მოგება, თუმცა შეიძლებოდა წაგებაც, რადგან მთლიანობაში სლოვაკური გუნდი უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა. თბილისელები ბუდუ ზივზივაძემ მე-15 წუთზე დააწინაურა, სლოვაკებმა კი ანგარიში 30-ე წუთზე გაქვითეს.
განმეორებითი შეხვედრები ერთი კვირის თავზე, 19 ივლისს გაიმართება.