„თუ არა კონორი ან ჟორჟ სენ-პიერი, ვფიქრობ, ალვარესისა და პორიეს შორის გამარჯვებულს შევხვდე. რაც შეეხება ტონი ფერგიუსონს, არ ვიცი. მან ახლახანს გადაიტანა ოპერაცია. თუ ბრძოლა შეუძლია, რატომაც არა? ეს ის ბრძოლაა, რომელიც მეც მინდა, ხალხსაც და გულშემატკივრებსაც, თუმცა ვიმეორებ, რომ მისი ჯანმრთელობის შესახებ არაფერი ვიცი. ბრძოლა სექტემბერშიც შემიძლია და ოქტომბერშიც. მუდმივად ვვარჯიშობ. აქ ვარ, რათა ტიტული დავიცვა. თუ UFC ოპონენტს მომიძებნის, მზად ვარ, რომ ვცემო“, - აღნიშნა ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, რომ შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი ალ იაკვინტასთან ბრძოლის შემდეგ მიიღო. MMA-ის დაღესტნელი მებრძოლი ერთადერთია, რომელსაც 26 ორთაბრძოლიდან უკლებლივ ყველა მოგებული აქვს.