weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინელი არბიტრი იმსაჯებს

12:50 პარასკევი, 13 ივლისი 2018

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას საფრანგეთსა და ხორვატიას შორის არგენტინელი რეფერი ნესტორ პიტანა განსჯის. შეგახსენებთ, რომ მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი მოსკოვის სტადიონ „ლუჟნიკიზე“ 15 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება.

ნესტორ პიტანა მეორე არგენტინელი არბიტრი გახდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს იმსაჯებს - 2006 წელს იტალია-საფრანგეთის ფინალური მატჩი ორასიო ელისონდომ იმსაჯა.

43 წლის ნესტორ პიტანამ მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე ოთხი მატჩი უკვე იმსაჯა: გახსნითი შეხვედრა რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის, ასევე ჯგუფურ ეტაპზე მექსიკა-შვედეთი, ხორვატია-დანიის მერვედფინალური მატჩი და ურუგვაი-საფრანგეთის მეოთხედფინალური შეხვედრა.

რაც შეეხება, მესამე ადგილისთვის ბრძოლას ინგლისს და ბელგიას შორის, 14 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გასამართი დაპირისპირების მთავარი არბიტრი ირანელი ალირეზა ფაღანი იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]