weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯერდან შაჩირი „ლივერპულში“ ითამაშებს

11:09 შაბათი, 14 ივლისი 2018

შვეიცარიის ნაკრების ლიდერი ჯერდან შაჩირი კარიერას „ლივერპულში“" გააგრძელებს. 26 წლის შემტევი ნახევარმცველი მერსისაიდულ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ წარმოშობით კოსოვოელი ფეხბურთელის ტრანსფერში „სტოკ სიტის“ 13.5 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

აქვე გეტყვით, რომ ჯერდან შაჩირი იურგენ კლოპის გუნდისთვის ამ ზაფხულის მესამე შენაძენია გვინეელი ნაბი კეიტასა და ბრაზილიელი ფაბინიოს შემდეგ.

ამპლუით გარემარბმა შაჩირიმ კარიერა „ბაზელში“ დაიწყო, სადაც შვეიცარიის ჩეპიონი სამჯერ გახდა. შემდეგ თამაშობდა მიუნხენის „ბაიერნში“ (2012-2015), სადაც 8 გუნდური ტიტული, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მილანის „ინტერსა“ (ნახევარი სეზონი, 2015) და „სტოკ სიტიში“ (2015-2018).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]