„ეს საოცარი და წარმოუდგენელი მსოფლიო ჩემპიონატია. დაწყებამდე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ისტორიაში საუკეთესო და დღეს, შემიძლია ეს დავადასტურო. მიმდინარე მუნდიალი ისტორიაში ნამდვილად საუკეთესოა, განსაკუთრებით - ფეხბურთის, ემოციისა და ვნების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ინფატინომ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მიმდინარე მსოფლიოს XXI ჩემპიონატის დასრულებამდე ორი მატჩია დარჩენილი: დღეს, მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლებისთვის ბელგია და ინგლისი ითამაშებენ, ხოლო ხვალ ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ხორვატია დაუპირისპირდებიან.