weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

„ბარსელონას“ ორი ახალწვეული

16:00 შაბათი, 14 ივლისი 2018

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბების მსგავსად კატალონიური გრანდი „ბარსელონაც“ აქტიურობს და უკანასკნელ კვირაში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაც მოახერხა.

„ბლაუგრანამ“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა და „გრემიოდან“ 21 წლის ნახევარმცველი არტურ მელო (ფოტოზე მარჯვნივ) ექვსი წლით გაიფორმა. არტურს ბრაზილიის 17 და 20 წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები, „გრემიოში“ კი 2015 წლიდან თამაშობდა.

„ბარსას“ მეორე ტრანსფერი კი 23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი კლემან ლენგლე (ფოტოზე მარცხნივ) გახლავთ, რომელმაც უკანასკნელი სეზონნახევარი „სევილიაში“ გაატარა, მანამდე კი 2013-2016 წლებში „ნანსიში“ თამაშობდა. ლენგლეს სანაცვლოდ კატალონიელებმა 35 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხუთწლიანი კონტრაქტი დაუდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]