„ბლაუგრანამ“ 40 მილიონი ევრო გადაიხადა და „გრემიოდან“ 21 წლის ნახევარმცველი არტურ მელო (ფოტოზე მარჯვნივ) ექვსი წლით გაიფორმა. არტურს ბრაზილიის 17 და 20 წლამდე ნაკრებებში აქვს ნათამაშები, „გრემიოში“ კი 2015 წლიდან თამაშობდა.
„ბარსას“ მეორე ტრანსფერი კი 23 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი კლემან ლენგლე (ფოტოზე მარცხნივ) გახლავთ, რომელმაც უკანასკნელი სეზონნახევარი „სევილიაში“ გაატარა, მანამდე კი 2013-2016 წლებში „ნანსიში“ თამაშობდა. ლენგლეს სანაცვლოდ კატალონიელებმა 35 მილიონი ევრო გადაიხადეს და ფეხბურთელს, რომელსაც საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ხუთწლიანი კონტრაქტი დაუდეს.