სანკტ-პეტერბურგის სტადიონ „კრესტოვსკიზე“ სათამაშოდ გუნდები თითქმის ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ. რობერტო მარტინესის შეგირდები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, როდესაც მე-4 წუთზე სწრაფი შეტევა ტომა მენიემ გოლით დაასრულა, პირველი ტაიმის დარჩენილ დროში კი გუნდებმა მეტნაკლებად სახიფათო მომენტები შექმნეს.
მეორე ნახევრის შუაწელს ინგლისელები გააქტიურდნენ. გოლთან ახლოს იყო შეცვლაზე შესული ერიკ დაიერი, თუმცა მის მიერ ცარიელ კარში გადაგზავნილი ბურთი ტობი ალდერვეირელდმა ვარდნით გამოიტანა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ინგლისს გოლის გატანის რესურსი აღარ გააჩნდა, რადგან მწყობრად მოთამაშე ბელგიას ვერაფერს უხერხებდა და საპასუხოდ ბელგიელებმა მატჩის მიწურულს საფირმო კონტრშეტევისას მეორე გოლიც გაიტანეს, რომელიც კაპიტან ედენ აზარის ანგარიშზეა. ბელგიამ ინგლისზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და ბრინჯაოს მედლებიც დამსახურებულად ერგო.
„წითელმა ეშმაკებმა“ შემდეგი ფეხბურთელებით მიაღწიეს ისტორიულ წარმატებას:
მეკარეები: 1. ტიბო კურტუა (ჩელსი) 12. სიმონ მინიოლე (ლივერპული) 13. კუნ კასტეელსი (ვოლფსბურგი).
მცველები: 2. ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 3. თომას ვერმაელენი (ბარსელონა) 4. ვენსან კომპანი (მანჩესტერ სიტი) 5. იან ვერტონგენი (ტოტენჰემ ჰოტსპური) 15. ტომა მენიე (პარი სან-ჟერმენი) 20. დედრიკ ბოიატა (სელტიკი).
ნახევარმცველები: 6. აქსელ ვიტსელი (ტიანძინ ცუანძიანი) 7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) 8. მარუან ფელაინი (მანჩესტერ იუნაიტედი) 11. იანიკ ფერეირა კარასკო (დალიან იიფანი) 17. იური ტილემანსი (მონაკო) 18. ადნან იანუზაი (რეალ სოსიედადი) 19. მუსა დემბელე (ტოტენჰემ ჰოტსპური) 22. ნასერ შადლი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი) 23. ლეანდერ დენდონკერი (ანდერლეხტი).
თავდამსხმელები: 9. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი) 10. ედენ აზარი (ჩელსი) 14. დრის მერტენსი (ნაპოლი) 16. ტორგან აზარი (მიონხენგლადბახის ბორუსია) 21. მიში ბაჩუაი (დორტმუნდის ბორუსია).