weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„საქართველოსთვის ეს სიგნალია“ - ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი

12:26 ორშაბათი, 16 ივლისი 2018

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა მუნდიალი ფინალში საფრანგეთთან (2:4) წაგების შემდეგ საქართველოც ახსენა.

ქართველი ჟურნალისტის, ოთარ გიორგაძის დასმულ ერთ-ერთ კითხვას დალიჩმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ჩვენი გუნდის ავტობუსზე ასეთი დევიზია: პატარა ქვეყანა, დიდი ოცნებებით. წარმატების უნდა გვჯეროდეს. ეს არის სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, ასევე - საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ ოცნება და ამბიცია, რომელსაც არასდროს დათმობთ და ბოლომდე მიყვებით. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებითა და ქვეყნით“, - განაცხადა 51 წლის სპეციალისტმა.

აქვე გეტყვით, რომ ხორვატია ურუგვაის შემდეგ ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა შეძლო. ბალკანური ქვეყნის მოსახლეობა 4 მილიონზე ოდნავ მეტი ადამიანისგან შედგება. ამასთანავე, მას შემდეგ რაც დამოუკიდებელი ხორვატიის ნაკრები არსებობს, ექვსი შესაძლებლობიდან ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და ერთხელ ბრინჯაოს მედლებსა და მე-3 ადგილს დაეუფლა, მეორედ კი ფინალში გავიდა და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]