- რუსეთში გამართულ მუნდიალზე 169 გოლი გავიდა. რეკორდი კი ერთ ჩემპიონატზე 174 გოლი გახლავთ, რომელიც 1998 და 2014 წლებში გავიდა.
- რუსეთში 12 ავტოგოლი გავიდა, რაც ყველა დროის რეკორდია. აქამდე მაღალი მაჩვენებელი 6 ავტოგოლი იყო, რომელიც 1998 წლის მუნდიალზე გავიდა. წლევანდელ ავტოგოლებში აღსანიშნავია მაროკოელი აზიზ ბუჰადუზის ყველაზე გვიანი ავტოგოლი 95-ე წუთზე, ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელის ავტოგოლი - 39 წლის სერგეი იგნაშევიჩი და ფინალურ მატჩში გატანილი ავტოგოლი - მარიო მანჯუკიჩი.
- ერთ მუნდიალზე ერთი გუნდიდან ყველაზე მეტი, 10 ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლებით ბელგიამ 1982 წლის საფრანგეთისა და 2006 წლის იტალიის მიღწევა გაიმეორა.
- მუნდიალზე ორბურთიანი სხვაობის აღმოფხვრა ერთ მატჩში 48-წლიანი პაუზის შემდეგ მოხდა, როდესაც ბელგიამ 0:2-დან 3:2 მოუგო იაპონიას, მანამდე 1970 წელს იგივე გფრ-მ მოახერხა ინგლისის წინააღმდეგ მატჩში.
- რუსეთში ხორვატმა დანიელ სუბაშიჩმა ჯამში 4 პენალტის მოგერიება შეძლო, რაც აქამდე გერმანელმა ჰარალდ შუმახერმა (1982 წ.) და არგენტინელმა სერხიო გოიკოჩეამ (1990 წ.) შეძლეს.
- მეკარეებში პროცენტულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დავიდ დე ხეას ჰქონდა. ესპანეთის ნაკრების მეკარემ მისი მიმართულებით დარტყმულთა მხოლოდ 14.3% აიღო, ანუ ოთხ ჩატარებულ მატჩში მხოლოდ ერთი სეივი განახორციელა, 6 გოლი კი გაუშვა.
- 2018 წლის მუნდიალზე ყველაზე მეტი ივან პერიშიჩმა ირბინა - ხორვატმა გარემარბმა 72.5 კმ მანძილი დაფარა. ყველა დროის რეკორდი კი 84 კმ გახლავთ, რომელიც 2014 წლის ჩემპიონატზე გერმანელმა თომას მიულერმა დაფარა.
- მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში კილიან მბაპე მე-5 თინეიჯერი გახდა, რომელმაც მუნდიალზე გოლის გატანა შეძლო და პელეს შემდეგ მეორე თინეიჯერი, რომელმაც ფინალურ მატჩში გაიტანა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო