weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სფფ-მ თბილისის „დინამოს“ ვეტერანები და გელა კეტაშვილი დააჯილდოვა

14:56 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 28-ე ყრილობაზე თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები დააჯილდოვეს, კერძოდ - ის გუნდი, რომელიც 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.

ფედერაციამ ვეტერანები 40 000 ლარით დააჯილდოვა.

„ეს დაფასებაა. იცით ჩვენი დამოკიდებულება ამ ფეხბურთელებისადმი. მისაბაძი მაგალითები იყვნენ ჩემთვის და ასე იქნება მომდევნო თაობებისთვის“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილმა სამახსოვრო ჯილდო ასევე გადასცა ვეტერან ფეხბურთელ გელა კეტაშვილს, რომელმაც საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად 1988 წელს სეულის ოლიმპიადა მოიგო.

გელა კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ოლიმპიადა აქვს მოგებული. იმ წელს სსრკ-ს ნაკრებმა ნახევარფინალში იტალიას 3:2 სძლია, ფინალში კი ბრაზილიას 2:1 მოუგო. ამპლუით მცველ კეტაშვილს მეტწილად რომარიოს წინააღმდეგ უწევდა თამაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]