ფედერაციამ ვეტერანები 40 000 ლარით დააჯილდოვა.
„ეს დაფასებაა. იცით ჩვენი დამოკიდებულება ამ ფეხბურთელებისადმი. მისაბაძი მაგალითები იყვნენ ჩემთვის და ასე იქნება მომდევნო თაობებისთვის“ - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ლევან კობიაშვილმა სამახსოვრო ჯილდო ასევე გადასცა ვეტერან ფეხბურთელ გელა კეტაშვილს, რომელმაც საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად 1988 წელს სეულის ოლიმპიადა მოიგო.
გელა კეტაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ოლიმპიადა აქვს მოგებული. იმ წელს სსრკ-ს ნაკრებმა ნახევარფინალში იტალიას 3:2 სძლია, ფინალში კი ბრაზილიას 2:1 მოუგო. ამპლუით მცველ კეტაშვილს მეტწილად რომარიოს წინააღმდეგ უწევდა თამაში.