weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

11:00 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაც წააგო. პირველი ტურისგან განსხვავებით, საქართველოს ამჯერად გამარჯვების ამბიციაც ჰქონდა და შესაძლებლობაც, მაგრამ გერმანიასთან დრამატულად, ერთქულიანი სხვაობით წააგო.

რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა პირველი პერიოდი ჩინებულად ჩაატარა და შედეგად, საწყის 8 წუთში ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული რურუას, მაგრაქველიძისა და ბაღათურიას გოლებით – 3:1, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, დარჩენილ სამ პერიოდში გერმანიამ გაცილებით მძლავრად და კონცენტრირებულად ითამაშა. მეორე, მესამე და მეოთხე პერიოდები გერმანელებმა ერთნაირი ანგარიშით – 3:2 მოიგეს და ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისიც იყო.

ზურაბ რურუამ თამაშის დასრულებამდე 02:35 წუთით ადრე გაათანაბრა (9:9), მაგრამ დარჩენილ დროში ერთადერთი გოლი გავიდა და მძიმე ბრძოლაში მარცხი დრამატული გამოვიდა – 9:10.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი მარცხით ქვეჯგუფში მეოთხე ადგილი უკავია. ქართველი წყალბურთელები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 20 ივლისს, ერთ-ერთ ფავორიტ იტალიის ნაკრებთან ჩაატარებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]