„გრენობლი“ ლიგა 2-ში მესამე დივიზიონიდან უკანასკნელ სეზონში აღზევდა და ახალ სეზონში პირველ ოფიციალურ მატჩს 27 ივლისს, „სოშოსთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ ფრანგულ კლუბს ოლივიე გეგანი წვრთნის, რომელიც 2015-2016 წლების სეზონში „რეიმსში“ ჯაბა კანკავას ავარჯიშებდა.
რაც შეეხება ჯაბა ჯიღაურს, ქართველი ფეხბურთელი ბოლოს ყაზახურ „ორდაბასიში“ ასევე ყაზახური „აკტობედან“ განათხოვრებით თამაშობდა, ხოლო იქამდე სკოპიეს „ვარდარის“, საჩხერის „ჩიხურასა“ და თბილისის „დინამოს“ წევრი იყო.