weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირველადგილოსანმა „თელავმა“ მორიგი გამარჯვება სტუმრად მოიპოვა

10:06 სამშაბათი, 06 ივნისი 2017

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრი ჯგუფის ლიდერმა „თელავმა“ მე-11 ტურის მატჩი სტუმრად თბილისში, „ამერის“ სტადიონზე გამართა და „გარდაბანი“ 3:1 დაამარცხა.

ნომინალურ მასპინძელ გარდაბნელებს იმედა აშორტიამ დუბლი შეუსრულა, ერთი გოლი კი ლეონიდ ლოლაევმა გაიტანა. პირველი გოლი მე-15 წუთზე თელაველთა კარში გავიდა, ხუთ წუთში აშორტიამ გაათანაბრა, 34-ე წუთზე კი ლოლაევმა წინ გაიყვანა „თელავი“. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე აშორტიამ კიდევ ერთი გოლი ჩაიწერა აქტივში და მალხაზ ჟვანიას გუნდს გამარჯვება გაუფორმა.

„თელავმა“ სატურნირო ცხრილში დაგროვილი 24 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა განიმტკიცა. მორიგ შეხვედრას კახური საფეხბურთო კლუბი 13 ივნისს მშობლიურ „გივი ჩოხელზე“ გამართავს და „გორს“ უმასპინძლებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]