პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო მეორე ნახევარი უკეთ მასპინძელთათვის დაიწყო და 62-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა. „ჩიხურამ“ სათამაშო ინიციატივის მოპოვება მოახერხა და 74-ე წუთზე ლევან კაკუბავამ ულამაზესი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ცხრა წუთში კი გაბედავამ პენალტი შეასრულა ზუსტად და სოსო ფრუიძის გუნდი მომდევნო ეტაპზე სლოვენიურ „მარიბორს“ დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ ევროპა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გაეთიშნენ ასპარეზობას „სამტრედია“ და თბილისის „დინამო“. იმერულმა კლუბმა საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ სტუმრად ყაზახეთში „ტობოლთან“ 0:2 დათმო შეხვედრა, „დინამომ“ კი სტუმრად სლოვაკეთში მღწეული ყაიმის მიუხედავად განმეორებითი მატჩი „დინამო არენაზე“ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე წააგო. არადა თბილისელები ბუდუ ზივზივაძის გოლით ამარცხებდნენ „დუნაისკა სტრედას“, თუმცა 86-ე და 94-ე წუტებზე კოტ დ’ივუარელმა ვაკუნ ისუფ ბაიომ ორჯერ დალაშქრა „დინამოს“ კარი.