weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ლივერპულმა“ ბრაზილიის ნაკრების მეკარე შეიძინა

10:49 პარასკევი, 20 ივლისი 2018

ბრაზილიის ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე ალისონ ბეკერი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. 25 წლის გოლკიპერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მერსისაიდულ კლუბთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „რომამ“ ბრაზილიელის სანაცვლოდ 62.5 მილიონი ევრო მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ალისონი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდება.

ალისონი „რომას“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა და ორ სეზონში „მგლების“ მაისური ყველა ტურნირზე 64 მატჩში მოირგო. მანამდე მეკარე სამშობლოში, „ინტერნასიონალში“ თამაშობდა 2013-2016 წლებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდმა ახალი სეზონისთვის ფაბინიო, ნაბი კეიტა და ჯერდან შაჩირიც შეიძინა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]