weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნეიმარმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა

12:32 პარასკევი, 20 ივლისი 2018

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ბოლო პერიოდში არსებული ჭორების საპასუხოდ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ ზაფხულს პარიზული კლუბის დატოვებას და მადრიდის „რეალში“ გადასვლას. ამის შესახებ „სელესაოს“ ლიდერმა სან პაულოში საქველმოქმედო აუქციონის მიმდინარეობისას ისაუბრა.

„პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი მაქვს და ვრჩები. აქ ახალი გამოწვევის გამო და ახალი შედეგების მისაღწევად მოვედი და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. იმედი მაქვს, წარმატებულ სეზონს ჩავატარებთ. პრესას უყვარს ჭორების პროვოცირება, მაგრამ ყველამ იცის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის პსჟ,“ - განმარტა 26 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ გადაბარგდა. პარიზელებმა ნეიმარის სანაცვლოდ რეკორდული თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადეს. მოქმედი კონტრაქტი მას 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

გასულ სეზონში ნეიმარმა საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცი მატჩი გამართა, 19 გოლი გაიტანა და ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 13 საგოლე პასი გააკეთა. ტრავმების გამო ბრაზილიელს სეზონის მეორე ნახევარი გაუცდა, თუმცა იგი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მაინც მოახერხა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომჯობინება. რუსეთში გამართულ მუნდიალზე მან 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]