ფესტივალში წელს 14 ქვეყნის 350 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 20-მდე საერთაშორისო ოსტატი, დიდოსტატი და FIDE-ს რეიტინგის მქონე მოჭადრაკე ასპარეზობდა.
ფესტივალის ფარგლებში 10 სხვადასხვა ტურნირი გაიმართა. თამაშები ორ ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 45 ათას ლარს შეადგენდა.