weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნიკოლა კალინიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალზე უარი თქვა

17:13 შაბათი, 21 ივლისი 2018

ხორვატმა ფეხბურთელმა ნიკოლა კალინიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალზე უარი განაცხადა. როგორც „მილანის“ თავდამსხმელმა აღნიშნა, მუნდიალზე არ უთამაშია და მედალიც არ დაუმსახურებია.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლა კალინიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ნიგერიასთან მატჩში ბოლო წუთზე შეცვლაზე შესვლა იუარა, მიზეზად კი ზურგის ტკივილი დაასახელა. ამის გამო იგი მწვრთნელ ზლატკო დალიჩის გადაწყვეტილებით, გუნდიდან გარიცხეს და სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კალინიჩმა იგივე მიზეზი დაასახელა მუნდიალამდე გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიასთან შეცვლაზე შესვლის დროს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ნიკოლა კალინიჩს ვერცხლის მედალი მაინც ეკუთვნოდა, რომელზეც 30 წლის ფეხბურთელმა უარი თავად განაცხადა.

ნიკოლა კალინიჩს ეროვნული ნაკრების მაისურით 2008 წლიდან 41 შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა და 15 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის ერთი - საქართველოს ნაკრების კარში, ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]