პროფესიულ კარიერაში ალექსანდრ უსიკმა მე-15 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მურატ გასიევისთვის ეს 27-ე ბრძოლა და პირველი მარცხი იყო. ბრძოლის დასრულების შემდეგ მან უსიკს, უკრაინელ და რუს გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ეს ბრძოლა მისთვის კარგი გამოცდილება იყო.
ალექსანდრ უსიკი წარმოშობით რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდანაა. მოკრივე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. მაგალითად 2018 წლის იანვარში, ჟურნალისტებს, რომლებმაც ყირიმის სტატუსის შესახებ ჰკითხეს, პროვოკატორები უწოდა. გარდა ამისა, ის არ იყენებს სიტყვა „ყირიმს“ და ნაცვლად მის დედაქალაქს „სიმფეროპოლს“ ახსენებს.
ამ წარმატების გამო უკრაინის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ უსიკს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს.