ზაზა ნადირაძემ კახა ლომიშვილის ხელმძღვანელობით იასპარეზა. ფინალურ ბლოკში იგი პირველი ადგილით გავიდა, ფინალური გაცურვა კი 40.779 წამში დაასრულა და მისთვის ტრადიციულ 200 მეტრიან დისტანციაზე პირველი ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ნადირაძემ უახლოეს მდევარს ერთი წამით, ხოლო ბრინჯაოს მედალოსანს სამი წამით გაუსწრო.