მალკომს იტალიის დედაქალაქში ელოდნენ, სადაც მას უკვე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, ტრანსფერში „ბარსელონას“ ჩართვის შემდეგ კი „ბორდომ“ შეთანხმება და ე.წ. პატიოსანი თამაშის პრინციპები დაარღვია.
„ბორდომ“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება. მალკომმა კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
აქვე გეტყვით, რომ მალკომმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, „ბორდო“ კი ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე გავიდა.