weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბარსელონამ“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი შეიძინა

10:06 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

„ბარსელონამ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა, რომლის შესახებაც უკვე ბევრს საუბრობენ. კატალონიურმა გრანდმა „ბორდოდან“ 21 წლის ბრაზილიელი ფორვარდი მალკომი შეიძინა, რომლის „რომაში“ გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, თუმცა „ბარსელონამ“ უკეთესი პირობები წამოაყენა და ფეხბურთელმაც „ბარსაში“ გადასვლა ბოლო მომენტში არჩია.

მალკომს იტალიის დედაქალაქში ელოდნენ, სადაც მას უკვე სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო, ტრანსფერში „ბარსელონას“ ჩართვის შემდეგ კი „ბორდომ“ შეთანხმება და ე.წ. პატიოსანი თამაშის პრინციპები დაარღვია.

„ბორდომ“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო მიიღო, რასაც სამომავლოდ ბონუსებიც დაემატება. მალკომმა კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

აქვე გეტყვით, რომ მალკომმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 35 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, „ბორდო“ კი ლიგა 1-ში მე-6 ადგილზე გავიდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]