ფანების ხმათა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდა ფრანგ მარჯვენა მცველს ერგო, რომლის მიერ არგენტინის ნაკრების კარში გატანილი გოლი საუკეთესოდ აღიარეს. სანახაობრივ მერვედფინალურ შეხვედრაში გატანილი ლამაზი გოლი რამდენიმე კანდიდატს შორის ამოარჩიეს.
„ვეცადე, დამერტყა იმ მიმართულებით, საიდანაც ბურთი წამოვიდა. ეს ისაა, რასაც თავდამსხმელები ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე. როდესაც გოლი გავიდა, თავი ბედნიერად ვიგრძენი“ - აღნიშნა „შტუტგარტის“ წევრმა ბენჟამინ პავარმა.
მეორე და მესამე ადგილები კი გამოკითხვაში ხუან კინტეროსა და ლუკა მოდრიჩის გოლებს ერგოთ, რომლებიც კოლუმბიელმა და ხორვატმა შესაბამისად, იაპონიისა და არგენტინის წინააღმდეგ მატჩებში გაიტანეს.
გულშემატკივართა მიერ მიცემული ხმების მეშვეობით გამოვლენილი მუნდიალის 10 საუკეთესო გოლი კი რეიტინგულად ასე გამოიყურება: