weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩილ მალაყმაძემ ევროპის ჩემპიონატზე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მიოპოვა

12:08 ხუთშაბათი, 26 ივლისი 2018

იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, 17 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის 69 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსება არჩილ მალაყმაძე დაიცვა და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.

მალაყმაძემ პირველ მოძრაობაში 137 კგ აიტაცა და ოქროს მედალს დაეუფლა. მეორე მოძრაობაში მან მეორე ცდაზე 155 კგ აკრა და მესამე ცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში აკვრაში მე-2 ოქროს და და საბოლოოდ, ორჭიდის ჯამშიც ოქროს მედლის მედლის მოპოვების კარგი შანსი გაუჩნდა. სამწუხაროდ მკერდიდან შტანგის აკვრის მომენტში მან მარცხენა ფეხი ოდნავ არასწორად გადაიტანა უკან, მუხლი იტკინა და ვერ შეძლო 162 კგ-ის აკვრა, რის გამოც იგი აკვრაში და ორჭიდშიც ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ მილანში 15 წლამდე ასაკის ჭაბუკებში ორი ბრინჯაოს მედალი (აკვრასა და ორჭიდში) 77გ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა ასანიძემ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]