weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კვერკველიამ სეზონი წარუმატებლად დაიწყო

11:25 შაბათი, 28 ივლისი 2018

საქართველოს ნაკრების წევრმა სოლომონ კვერკველიამ და მისმა კლუბმა მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ახალი სეზონი წარუმატებლად დაიწყეს. რუსეთის მოქმედი ჩემპიონი „ლოკომოტივი“ რუსეთის თასის მფლობელ მოსკოვის „ცსკა“-სთან სუპერ თასის მატჩში დამარცხდა, ხოლო ქართველი მცველი მოედნიდან გააძევეს.

ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩის 90 წუთი უგოლოდ დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა. 106-ე წუთზე არმიელთა ცენტრალური კლუბის ფეხბურთელმა ხეთაგ ხოსონოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა, საბა კვერკველია კი 114-ე წუთზე როდრიგო ბეკაოსთან არასპორტული თამაშის გამო წითელი ბარათით დაისაჯა. ქართველ მცველს ნერვებმა უმტყუნა და მეტოქეს ხელით შეეხო.

მოსკოვის „ცსკამ“ რუსეთის სუპერ თასი მეშვიდედ მოიგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]