weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჟურნალისტზე თავდასხმის გამო თურქი ფეხბურთელი ნაკრებიდან წავიდა

09:51 ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017

„ბარსელონას“ ნახევარმცველი და თურქეთის ნაკრების კაპიტანი არდა თურანი საფეხბურთო სკანდალის ავტორი გახდა. არდა თურანმა თურქი ჟურნალისტის ცემა დააპირა - ფეხბურთელი გამოცემა „მილიეთის“ ჟურნალისტ ბილალ მეშეს კისერში წვდა. ისინი მაკედონიასთან (0:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ თვითმფრინავით ერთად მგზავრობდნენ.

ინციდენტი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ფეხბურთელი და ჟურნალისტი თურქეთის ნაკრების ხვა ფეხბურთელებმა გააშველეს. „ბარსელონელის“ გაბრაზება ევრო 2016-ის შესახებ გამოქვეყნებულმა კრიტიკულმა სტატიამ გამოიწვია, რომელიც სწორედ ბილალ მეშემ დაწერა.

ჟურნალისტი მასზე თავდასხმის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს, 30 წლის ფეხბურთელმა კი ნაკრებიდან წასვლა დაანონსა:

„ყოველთვის მიყვარდა ამ ქვეყნის მაისურის ჩაცმა, მაგრამ ჩემი კარიერა თურქეთის ნაკრებში დასრულებულია“, - განაცხადა არდა თურანმა.

არდა თურანს თურქეთის ნაკრების რიგებში 2006 წლიდან მოყოლებული 97-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში 17 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]