weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მილანიდან ტურინში დაბრუნებულ ბონუჩის სტვენით დახვდნენ

12:18 პარასკევი, 03 აგვისტო 2018

ზაფხულის მორიგი გახმაურებული ტრანსფერის შემდეგ, რომლითაც გონსალო იგუაინი „იუვენტუსიდან“ იჯარის წესით „მილანში“ აღმოჩნდა, საპასუხოდ ლეონარდო ბონუჩი „მილანიდან“ „იუვენტუსში“ დაბრუნდა. ტურინში ჩასულ იტალიელ მცველს „იუვეს“ უკმაყოფილო ქომაგები სტვენით შეეგებნენ.

ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010-დან 2017 წლამდე შეუცვლელად ასპარეზობდა, რის შემდეგაც პირადი უთანხმოების გამო „მილანში“ გადავიდა და ერთი სეზონი კაპიტნის რანგში გაატარა. 31 წლის ცენტრალური მცველის დაბრუნება ტურინელებს € 35 მილიონი დაუჯდათ. „ბებერმა ქალბატონმა“ მილანის მიმართულებით თანხასთან ერთად 24 წლის ცენტრალური მცველი მატია კალდარა გაუშვა, რომლის სანაცვლოდ მილანელებმა ასევე € 35 მილიონი გადაიხადეს. კალდარამ და ბონუჩიმ კლუბებთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

რაც შეეხება არგენტინელ ცენტრფორვარდს, იგუაინის გამოსყიდვა მილანურ მხარეს ერთი სეზონის შემდეგ შეეძლება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]