ლიონელ სკალონი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამპაოლის სამწვრთნელო შტაბში იმყოფებოდა, პაბლო აიმარი კი მშობლიური ქვეყნის 17-წლამდე ნაკრების მწვრთნელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ივლისში არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ ხორხე სამპაოლისთან მოქმედი კონტრაქტი რუსეთში გამართულ მუნდიალზე ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაწყვიტა.